დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

აალებადი ბუშტებით თავდასხმის და ხანძრების გაჩენის გამო ისრაელმა ღაზა დაბომბა

AP/Khalil Hamra

აალებადი ბუშტების თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში რამდენიმე ლოკაცია დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, ღაზის სექტორში დაიბომბა ბანაკი და რაკეტების გამშვები პუნქტი.

პალესტინური მედიის ინფორმაციით, ჰამასმა ისრაელის ძალების თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნა. აალებადი ბუშტებით თავდასხმის შედეგად ისრაელის სამხრეთ ნაწილში, სულ მცირე, ოთხი ხანძარი გაჩნდა. სამი ხანძარი კისუფიმის ტყეში, ერთი კი ბე'ერის ტყეში გაჩნდა. ორივე ტყე ისრაელის და ღაზის სექტორის მიჯნაზე მდებარე დაცული ტერიტორიაა

ღაზის სექტორში ე.წ "ბუშტების რაზმის" აჰფად ან-ნასარის თქმით, მათ ისრაელის მიმართულებით აალებადი ბუშტები ლიბანთან სოლიდარობის ნიშნად გაუშვეს.

პარასკევს, 6 აგვისტოს, ირანის მარიონეტულმა ლიბანურმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით 19 რაკეტა ისროლა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 10 რაკეტა ჰაერში რკინის გუმბათის მეშვეობით უვნებელყვეს, 6 გაშლილ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, 3 კი ლიბანის ტერიტორიაზე. რაკეტების გაშვებაზე პასუხისმგებლობა ჰეზბოლამ აიღო. 

6 აგვისტოს, ჰეზბოლას სარაკეტო თავდასხმას ისრაელის თავდაცვის ძალების საპასუხო საარტილერიო ცეცხლი მოჰყვა.

ლიბანიდან სარაკეტო ცეცხლი ბოლო 15 წლის განმავლობაში იშვიათად იხსნებოდა 2006 წლის ლიბანის მეორე ომის შემდეგ, რომელიც ისრაელსა და ჰეზბოლას შორის მიმდინარეობდა.

კომენტარები