აგვისტოს ომი

დეკანოიძე: ოქტომბერში უნდა დავიცვათ ჩვენი ჯარი, რეფერენდუმით უარი ვუთხრათ ამ ხელისუფლებას

ეს არის ძალიან მძიმე დღე, როდესაც ჩვენ გვიწევს ჩვენი დაღუპული გმირების საფლავებზე მოსვლა და პატივის მიგება, მაგრამ ამავე დროს საქართველოს თითოეული მოქალაქე არ შეიძლება სიამაყით არ აღივსოს და ეს სიამაყე არის ის, რომ ჩვენი სამშობლო ჩვენმა გმირებმა დაიცვეს და გააკეთეს ყველაფერი, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი თაობა, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი კვლავ ყოფილიყო დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი.

დღეს რაც ხდება, არის ის, რომ ჩვენი ჯარი ოქტომბერში არის დასაცავი. თუ მათ ჩვენ დაგვიცვეს 2008 წელს, დაეცნენ ჩვენი გულისთვის, ახლა, ოქტომბერში თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას საქართველოს დამოუკიდებლობა და რეფერენდუმზე უარი უნდა უთხრას იმ ხელისუფლებას, რომელსაც, მაგალითად, კრემლი, როგორც უწყება, განიხილავს მთავარ მოკავშირედ. 8 და 7 აგვისტოს განსხვავება არის ძალიან დიდი. სამწუხაროა, რომ აქამდე საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობდა რუსეთის გზავნილის გაღრმავებას, რომ საქართველომ დაიწყო სამხედრო აგრესია. 

ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე.  სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები მუხათგვერდის სასაფლაოზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირებისთვის პატივს მისაგებად მივიდნენ.  აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. 

კომენტარები