კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: მობილობის შეზღუდვაზე ვიფიქრებთ, თუ ჯანდაცვის სექტორის რესურსი კრიტიკული იქნება

"დამატებითი მობილობის შეზღუდვა შეიძლება ისევ დადგეს დღის წესრიგში, თუ ჰოსპიტალური სექტორის და ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობა იქნება კრიტიკული". –ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ თქვა. 

მისივე თქმით, ჯერჯერობით ჯანდაცვის სექტორი მზარდ შემთხვევებს მართავს. 

"ჯერჯერობით ჯანდაცვის სექტორს აქვს იმის რესურსი, რომ მზარდი შემთხვევები მართოს, როგორც ბინაზე, ასევე ჰოსპიტალში. მათემატიკურ ფორმულაში ამის გადაყვანა ძალიან რთულია, მომდევნო კვირის განმავლობაში ჩატარდება დამატებითი კონსულტაციები, ანალიზი და ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ მობილობის სხვა ტიპის რეგულაციაზე". –ამბობს გაბუნია. 

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა  43 932 ტესტი და გამოვლინდა ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 895 პაციენტი.

3 აგვისტოს მონაცემებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 33 841 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6 045 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მათგან მძიმე პაციენტია 1 227, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 ადამიანი. 

კომენტარები