ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: Pfizer-ით აცრას ამბულატორიულ დაწესებულებებშიც დავიწყებთ

ფოტო: BBC.COM

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ Pfizer-ით აცრა ამბულატორიულ დაწესებულებებშიც დაიწყება.

"დღეს ბევრი გადაწყვეტილება მივიღეთ. სტაციონარული დაწესებულებებიდან ნელ-ნელა გადავალთ ამბულატორიულ დაწესებულებებშიც Pfizer-ით აცრისთვის, რათა მეტი ხელმისაწვდომობა იყოს, მეტად უნდა ჩაერთონ რაიონები, მუნიციპალიტეტები და სოფლის ექიმები აცრის პროცესში. სულ მცირე, 500 ბრიგადაზე გვინდა გავიდეთ, დღეს არის სულ 290-მდე სრული ბრიგადა, ანუ სადღაც 20-22 000-ის ფარგლებში შეუძლიათ აცრა". - ამბობს ამირან გამყრელიძე.

ხვალ, 31 ივლისს, საქართველოში ფაიზერის 168 000 დოზა შემოვა.

ამასთან ერთად ამერიკის ნაჩუქარი Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში 24 ივლისს ჩამოვიდა.

Pfizer-ით ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება Booking.moh.gov.ge-ზე 16 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანებისთვისაა შესაძლებელი.

კომენტარები