საქართველოსთვის

ნატა საბანაძე საერთაშორისო საკითხებში გიორგი გახარიას მრჩეველი გახდა

ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი, ნატა საბანაძე შეუერთდა პარტიას საქართველოსთვის და საერთაშორისო საკითხებში გიორგი გახარიას მრჩეველი გახდა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შემდეგ თქვა. კრამონს გახარია ნატა საბანაძესთან ერთად შეხვდა. 

"ყველა იცნობთ ქალბატონ ნატა საბანაძეს – მიხარია, რომ ნატა საბანაძე შემოუერთდება ჩვენს გუნდს, მას ექნება ოფიციალური პოზიცია ჩვენთან, ის იქნება ჩემი საერთაშორისო მრჩეველი. ყველას მოგეხსენებათ მისი რეპუტაცია როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის შიგნით და ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი გუნდის გაძლიერებისთვის". – თქვა გიორგი გახარიამ.

ნატა საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს ელჩის თანამდებობა 21 მარტს დატოვა. საბანაძე საქართველოს ელჩი 2013 წლიდან იყო.

კომენტარები