COVID-19-ის ვაქცინა

ბაიდენი ფედერალურ უწყებებში დასაქმებულების სავალდებულო ვაქცინაციას განიხილავს

ჯო ბაიდენი

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი COVID-19-ის დელტა ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო, ფედერალურ უწყებებში დასაქმებული პირებისათვის სავალდებულო ვაქცინაციის დაწყების განიხილავს

ფედერალური მუშაკებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია "განხილვის პროცესშია". – თქვა ბაიდენმა. 

Bloomberg-ის ცნობით, თეთრ სახლში მიდის მსჯელობა, მოსთხოვონ თუ არა ფედერალურ უწყებებში დასაქმებულებს ვაქცინირების დამადასტურებელი მოწმობა ან რეგულარულად გაიარონ ტესტირება და დაიცვან მკაცრი ზომები, როგორიცაა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. 

"რაც უფრო მეტს ვსწავლობთ და მეტ ინფორმაციას ვიღებთ ამ ვირუსისა და დელტა ვარიანტის შესახებ, მით უფრო მეტი სიფრთხილე და შეშფოთება გვმართებს". – თქვა პრეზიდენტმა.

უკანასკნელ 10 დღეში აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვლილთა მაჩვენებელი თითქმის 50%-ით გაიზარდა, რაც CDC-ის განმარტებით, დელტა შტამის 83%-იანი გავრცელებითაა გამოწვეული. 

"დანამდვილებით მხოლოდ ერთი რამ ვიცით, თუკი დარჩენილი 100 მილიონი მოქალაქეც აიცრება, ჩვენ სულ სხვა სამყაროში ვიცხოვრებთ. ასე რომ, აიცერით".  – თქვა ბაიდენმა.

კომენტარები