ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: ამ ეტაპზე მკაცრ ლოქდაუნს არ განვიხილავთ

ამ ეტაპზე საბჭო მკაცრ ლოქდაუნს არ განიხილავს. განვიხილავთ იმ რეკომენდაციების მაქსიმალურად აღსრულებას, რაც დღეს არის დაწესებული. რაც შეეხება საწოლების რაოდენობას, დღეს საავადმყოფოებში 5 000-ზე ოდნავ მეტი ადამიანია, ჯერჯერობით ვუძლებთ. ნოემბრის პიკში 7 500-მდე გვქონდა, შესაბამისად, ჯერჯერობით ვუძლებთ.

გუშინ, ჯანდაცვის მინისტრის მითითებით, გაჩერდა ე.წ გეგმიური სერვისები საავადმყოფოებში და ისინი გადადიან მხოლოდ გადაუდებელ სერვისებზე. მოხდება საწოლ-ფონდის კიდევ უფრო გამოთავისუფლება. 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

დღეს, 27 ივლისს, COVID-19-ით 17 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 666 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.68%-ია

კომენტარები