თვითმმართველობის არჩევნები 2021

მელია: თუ დღისით თათბირი მთავრობასთან გაქვს, საღამოს კი პარტიასთან, შეცდომას დაუშვებ

თუ მართლა გაქვს ამბიცია, რომ იყო ყველა თბილისელის მერი, ჩემი აზრით, მძიმე შეცდომაა, თუ პარტიის, განსაკუთრებით მსხვილი პარტიის თავმჯდომარეც ხარ და ამავე დროს დედაქალაქის არჩეული მერიც. ეს ერთის მხრივ, ბევრის მიერ არასწორად იქნება გაგებული, მეორეს მხრივ, ხელს შემიშლის, ვიყო ისეთი მერი, როგორიც მე მინდა, რომ ვიყო. 

შეუძლებელია, დღის სამ საათზე გქონდეს თათბირი ქალაქის ან მთავრობის წევრებთან და საღამოს შვიდ საათზე გქონდეს პარტიული თათბირი. ეს გინდა – არ გინდა, შეცდომებს დაგაშვებინებს. 

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ნაწილის მერობის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ ფორმულას ეთერში.

კომენტარები