კორონავვირუსი საქართველოში

გაბუნია: ამ დროისთვის მობილიზებულია 6 000-მდე საწოლი, აქედან 5 200 დაკავებულია

ამ დროისთვის მობილიზებულია 6 000-მდე საწოლი. აქედან დაკავებულია 5 200, ანუ საკმაოდ მაღალია დღეს დატვირთვის მაჩვენებელი. აქედან 216 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. მობილიზაცია გრძელდება ყოველდღიურად. ამ კვირაში ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული სქემა, რომელი დაწესებულება რომელ დღეს ჩაერთვება დამატებითი საწოლფონდით, რადგან, ამის საჭიროება იკვეთება, რომ იქნება.

რაც შეეხება სასტუმროებს, სასტუმროები ასევე დაგვეხმარება და იგეგმება, რომ მოკლე ხანში დაემატოს 1 500 [საწოლი], სულ მცირე. ასევე არის მსუბუქი შემთხვევები ბავშვებში. ბავშვს როცა აქვს მსუბუქი მდგომარეობა, მისი ჰოსპიტალიზაცია სერიოზული დისკომფორტის გამომწვევია როგორც ოჯახისთვის, ასევე ბავშვისთვის. ამდენად, ბავშვებისთვისაც შეიქმნება სასტუმროებში შესაფერისი გარემო, რომ იქ დაასრულონ თავიანთი მკურნალობის კურსი ექიმის მეთვალყურეობით.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით. საქართველოში გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 264 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.52%, ბოლო 14 დღის - 5.73%, ბოლო 7 დღის - 6.44%.

კომენტარები