დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

აალებადი ბუშტებით თავდასხმის გამო, ისრაელმა ღაზა კიდევ დაბომბა

The Times of Israel

კვირას, 25 ივლისს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის ობიექტებზე საჰაერო იერიში, აალებადი ბუშტებით თავდასხმის გამო, კიდევ ერთხელ მიიტანეს. ღაზის სექტორიდან გაშვებულმა აალებადმა ბუშტებმა ისრაელში რამდენიმე ხანძრის კერა გააჩინა.

მსგავსი შემთხვევა ბოლოს ივლისის დასაწყისში მოხდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, მათ იერიში მიიტანეს ჰამასის სამხედრო ბაზის შენობაზე, ასევე ინფრასტრუქტურაზე, რომლის დანიშნულებაც არ უხსენებიათ. 

პალესტინური მედიის ცნობით, ჰამასის წევრები ისრაელის საფრენ აპარატებს ტყვიამფრქვევებით ესროდნენ და ერთი დრონის ჩამოგდება შეძლეს, რასაც ისრაელის თავდაცვის ძალები არ ადასტურებს. 

"ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორიდან ტერორის მცდელობების გაგრძელებას აგრესიულად უპასუხებს". – განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF). 

IDF-ის ცნობით, სამხედრო ობიექტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურასთან, მათ შორის სკოლის ახლოს იმყოფებოდა.

ობიექტების დაბომბვის გარდა, ისრაელმა ღაზის სექტორს, აალებადი ბუშტებით თავდასხმის საპასუხოდ, სათევზაო ზონა გაუნახევრა.

კომენტარები