თვითმმართველობის არჩევნები 2021

მელია: ჩემთვის წარმოუდგენელია, ვიყო თბილისის არჩეული მერი და თან პარტიის თავმჯდომარე

"მე მიმაჩნია, რომ, როდესაც ხარ თბილისის არჩეული მერი, შენ პარტიულ თანამდებობას არ უნდა იკავებდე. მე მგონია, რომ პარტიულ თანამდებობაზე არ უნდა იყო" - ამბობს ოპოზიციის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, მთავარი არხის ეთერში. 

"ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიის ნიშანი უნდა დაკარგო, იმიტომ, რომ გინდა - არ გინდა, ხარ სუბიექტური, ერთი მხრივ, ხარ არჩეული მერი და, მეორე მხრივ, ხარ პარტიის თავმჯდომარე. ჩემთვის გაცილებით მეტია თბილისი, ეს პასუხისმგებლობა, ვიდრე პოლიტიკა, განსაკუთრებით პარტიული თანამდებობა. ჩემთვის წარმოუდგენელია, ვიყო თბილისის არჩეული მერი და თან პარტიის თავმჯდომარე". - ამბობს მელია. 

ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ - დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, წარადგინა.

თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები