კორონავირუსი

30 ივლისიდან, ისრაელის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრება ეკრძალებათ

ისრაელის ავიახაზები

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო  "წითელი" ქვეყნების სიაში შედის. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საქართველოში გამგზავრება ისრაელიდან ნებადართული აღარ იქნება.

"აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და, საქართველოში ეპიდვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება ან მოიხსნება". - აცხადებს ისრაელში საქართველოს საელჩო.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 38 945 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 082 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.32%, ბოლო 14 დღის - 5.38%, ბოლო 7 დღის - 6.03%.

კომენტარები