ომი უკრაინაში

ჩეხეთში ბელარუს კაცს უკრაინის ომში სეპარატისტების მხარეს ბრძოლისთვის 21 წელი მიუსაჯეს

პრორუსი დაქირავებული მებრძოლები უკრაინაში

ჩეხეთის რესპუბლიკის სასამართლომ ჩეხეთში მცხოვრებ 41 წლის მამაკაცს, უკრაინის ომში პრორუსი სეპარატისტების მხარეს ბრძოლის გამო, 21-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ალექსეი ფადეევს ბრალი ტერორიზმისთვის წაუყენეს. 

2020 წლის სექტემბერში ფადეევი რუს სეპარატისტებთან თანამშრომლობაში დამნაშავედ ცნეს და ამისთვის მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს. პროკურორის აზრით, სასჯელი მსუბუქი იყო, ჩეხეთის სასამართლომ მის საქმეს გადახედა, ფადეევს ბრალი ტერორიზმისთვის წაუყენეს და გადაწყდა სეპარატისტთა მხარდამჭერისთვის პატიმრობის ვადის გაზრდა.

პროკურორების თქმით, 2014-2016 წლების შუალედში დამნაშავე რეგულარულად მოგზაურობდა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ის ერთ-ერთი სეპარატისტული ჯგუფის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. 

ფედეევი ბელარუსის მოქალაქეა, თუმცა ის ჩეხეთში მრავალ წელს ცხოვრობდა. 

ფაქტი, რომ ბელარუსის მოქალაქეები აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ კონფლიქტში მონაწილეობდნენ, ჯერ კიდევ მოვლენების დაწყების დროს გახდა ცნობილი. BelarusDigest-ის 2014 წლის სტატიის მიხედვით, ბელარუსი შეიარაღებული პირები იბრძოდნენ როგორც სეპარატისტების, ისევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს. კიევს მხარს უჭერდა ბელარუსული დაჯგუფება პაგონია (ლიტვისა და ბელარუსის ისტორიული გერბის სახელი). 

კომენტარები