ჯოზეფ გორდონ-ლევიტი

ჯოზეფ გორდონ-ლევიტი: საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ვეძებ

Tabula

ამერიკელმა მსახიობმა ჯოზეფ გორდონ-ლევიტმა სოციალურ ქსელში საქართველოს პოსტი მიუძღვნა. 

"ახალი პროექტისთვის საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ვეძებ. თუ მოგეპოვებათ მსგავსი ფოტოები ატვირთეთ ამ მისამართზე". – წერია პოსტში, რომელსაც თბილისის ფოტო აქვს მიბმული.

პროექტი, რომელზეც მსახიობი წერს Hitrecord-ია. გორდონ-ლევიტმა კომპანია 2004 წელს დააფუძნა. მულტიმედია პლატფორმა ვიზუალური ხელოვნების, ასევე წიგნების გამოცემის მიმართულებით მუშაობს. 

ჯოზეფ გორდონ-ლევიტი ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და მომღერალია. პირველი როლი 8 წლის ასაკში სერიალ Stranger On My Land-ში შეასრულა. ნათამაშები აქვს ფილმებში Brick, Inception, 500 Days of Summer, Mysterious Skin. კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს კინომსახიობთა გილდიის ჯილდო, ოქროს გლობუსის ორი ნომინაცია და ემი.

კომენტარები