გომელაურის მოსმენა პარლამენტში

კობახიძე მედიისა და ოპოზიციის პროტესტზე: ამორალურია, გარდაცვლილით ქულებს იწერენ

ეს არის ამორალური, ამორალურია თავისი შინაარსით, პირველ რიგში. როდესაც ხდება გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე ქულების დაწერა. როცა ამის მცდელობა აქვთ პოლიტიკოსებს და ამაში რთავენ რიგით ჟურნალისტებს. ვიდრე არ შეწყდება ეს ამორალური ქმედება უმჯობესი იქნება არ დავიწყოთ საკითხის განხილვა. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პარლამენტში ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წევრების პროტესტს ეხმაურება. 

ოპოზიციამ შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოხსენება გააწყვეტინა და ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოთი ბანერები გაშალა.

კომენტარები