ჟურნალისტებზე ძალადობა

თაბაგარი: გომელაურის ბოდვები აღარავის აინტერესებს, გადადგომაა ერთადერთი ადეკვატური ნაბიჯი

პასუხისმგებლიანი მინისტრი 5 ივლისამდე მივიდოდა პარლამენტში, როცა იბარებდნენ და როცა აზრი ჰქონდა მის მოსმენას. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მთავრობისთვის პარლამენტი ბევრს არაფერს ნიშნავს. ნოტარიუსად წარმოუდგენიათ საკანონმდებლო ორგანო!

ამიტომ, ახლა გომელაურის ბოდვები აღარავის აინტერესებს. მხოლოდ გადადგომაა ერთადერთი ადეკვატური ნაბიჯი!

წერს თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი Facebook-ზე. 

5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე დღეს, 18 ივლისს, გომელაურს პარლამენტში მოუსმენენ.  რიგგარეშე სესია 12:00 საათზე არის ჩანიშნული.

კომენტარები