ჟურნალისტებზე ძალადობა

მამა ზაზა: ხვალინდელი ნათელი დღისთვის მოგიწოდებთ, შემოუერთდით 18:00-ზე აქციას

ყველა კეთილსინდისიერ მოქალაქეს ჩვენი სამშობლოს ხვალინდელი ნათელი დღისთვის მოგიწოდებთ, 18:00-ზე შემოუერთდეთ პარლამენტის წინ მიმდინარე სოლიდარობის მშვიდობიან აქციას, გფარავდეთ ჩაგრულთა შემწე და მფარველი უფალი იესო ქრისტე!

წერს დეკანოზი ზაზა თევზაძე დღეს, 17 ივლისს, 18:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე. 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობისა და ორკების მიერ ნაცემი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ პარლამენტის წინ ღარიბაშვილის გადადგომისა და მოძალადეების დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება. 

კომენტარები