კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 808 შემთხვევა, დღიური დადებითობა 5.17%-ია

CDC/Science Photo Library

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა 1 808 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 361 ადამიანი.  დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5.17 % , 14 დღის მაჩვენებელია - 4.50%, ბოლო 7 დღის - 4.86%. 

1 808 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 046 შემთხვევა, აჭარა - 161, იმერეთი - 123, ქვემო ქართლი - 97, შიდა ქართლი - 78, გურია - 19, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 74, კახეთი - 111, მცხეთა-მთიანეთი - 39, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

ქვეყანაში 17 313 აქტიური შემთხვევაა. 805 მძიმე პაციენტია. აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 180 პაციენტი იმყოფება. 

17 ივლისის მონაცემებით, ინფიცირების 386 195 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 363 318 პაციენტი. გარდაიცვალა - 5 538. 

კომენტარები