კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: არასოდეს მიგვიცია პირბადის მოხსნის რეკომენდაცია, ღია სივრცე იქნება თუ დახურული

ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამაზე აქცენტს მუდმივად აკეთებს, არასოდეს მიგვიცია რეკომენდაცია პირბადეზე უარის თქმის შესახებ, ღია სივრცეში იქნება თუ დახურულ სივრცეში, მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ პირბადის ტარება მნიშვნელოვანია. ჩვენ გადაგვარჩენს ინდივიდუალურ დონეზე ისევ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ყველამ უნდა დაიცვათ ჩვენი თავი პირბადის და ვაქცინის საშუალებით. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ამ შემთხვევაში რაიმე ადმინისტრაციული მექანიზმი შეძლებს ინდივიდუალურ დონეზე ქცევის გაკონტროლებას.

თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები