შარლ მიშელის დოკუმენტი

კობახიძე: შარლ მიშელს მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ არ ასრულებს ოპოზიცია შეთანხმებას

ჩვენ, რა თქმა უნდა, სრულ ინფორმაციას მივაწვდით [შარლ] მიშელს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ სრულდება ჩვენი მხრიდან დოკუმენტი, თითოეული პუნქტი, ზედმიწევნით, და ასევე, ბუნებრივია, მივაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არ ასრულებს ოპოზიცია ამ შეთანხმებას, სხვადასხვა ფორმით. ერთი, ეს არის, რომ ოპოზიციური დეპუტატების ნახევარზე მეტს დღემდე არ აქვს ხელი მოწერილი მიშელის დოკუმენტზე. გარდა ამისა, მუდმივად ხდება საკითხებზე ხმის არ მიცემა, როგორიც არის ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმა, სხვა საკითხები – არაერთი კენჭისყრა გვქონდა, რაშიც არ მიიღეს მონაწილეობა ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მათ შორის, იმათაც კი, ვინც ხელი მოაწერა მიშელის დოკუმენტს. ეს არის მათი დამოკიდებულება ამ პოლიტიკური შეთანხმების მიმართ..


ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კომენტარი ტვ იმედის ეთერში გააკეთა, როცა შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლასა და მასთან განსახილველ თემებზე საუბრობდა.

კომენტარები