კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ე.წ ინდური შტამის 79 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გავრცელება 20%-ს აჭარბებს

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების აცრას, რომ მათ არ მიუტანონ ინფექცია ბავშვებს, რამეთუ დღეს, მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში ბრიტანული შტამის გარდა, საკმაო ინტენსივობით ცირკულირებს დელტა [ინდური] შტამი. გასულ კვირას გვქონდა 29 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დელტა შტამის, სულ 79 შემთხვევა გვაქვს ლუგარში დადასტურებული დელტა შტამის. მაგრამ, გათვლებით, დელტა შტამის ცირკულაცია უკვე სცილდება 20%-ს ქვეყანაში, საერთო ინფიცირების. ეს თანდათან გაიზრდება, ამას წინ ვერ აღვუდგებით, რადგან ტენდენცია ასეთია, რომ ბევრ ქვეყანაში ბრიტანულ შტამს ანაცვლებს დელტა შტამი, რომელიც ხასიათდება მეტი ტროპიზმით ახალგაზრდა ასაკისადმი და მეტი გადამდებლობით, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 663 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.68%, ბოლო 14 დღის - 4.1%, ბოლო 7 დღის - 4.46%.

კომენტარები