საქართველოს საპატრიარქო

წულუკიანი: ეკლესიისა და პატრიარქისკენ მიიმართა ქვემეხი, ეს აღიზიანებს უმრავლესობას

მთავარი, რისკენაც ახლა, ამ შემთხვევაში, მიიმართა ქვემეხი, არის ეკლესია და პატრიარქი. ეს აღიზიანებს ამ ქვეყნის საზოგადოების დიდ უმრავლესობას, ეს იწვევს ამ უმრავლესობის დაჯგუფებებში, რომლებიც, ღმერთს მადლობა, უმცირესობაში არიან, ასეთი დონის აგრესიას. რა თქმა უნდა, ძალადობა უნდა იყოს ხელისუფლების მიერ დასჯილი, რაც ნამდვილად ასეა. 

უბრალოდ, ეს იმხელა პრობლემებია, რომ მარტო მთავრობა ვერ გაწვდება. ვიძახოთ მთავრობა-მთავრობა და ვიყოთ ასე. მთავრობა, რასაც შეუძლია, გააკეთებს, მე ამის გარანტიას გაძლევთ. მაგრამ, თქვენ რას გააკეთებთ, მედია, იმისთვის, რომ ქვეყანაში თანხმობა მოხდეს? 

ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

კომენტარები