ისრაელი

ისრაელის COVID-19-ის ვაქცინას საქართველოსა და უკრაინაში გამოცდიან

ისრაელის ბიოლოგიური კვლევის ინსტიტუტმა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება, ორშაბათს, 12 ივლისს გამოაცხადა, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებას კომპანია NRx Pharmaceuticals-თან Covid-19-ის ვაქცინის ბოლო საცდელი ეტაპის ჩატარებასთან დაკავშირებით. 

NRx Pharmaceuticals-ი ვაქცინის ტესტირების მესამე ეტაპს, კლინიკურ გამოცდას უხელმძღვანელებს. ისრაელის ვაქცინა Brilife-ი გამოიცდება ათასობით მოხალისეზე საქართველოში, უკრაინასა და ისრაელში. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. 

"შესანიშნავი სიახლეა" – თქვა შეთანხმებასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა.

ისრაელის ვაქცინამ კვლევების პირველი ეტაპი 2020 წლის დეკემბერში გაიარა.

"მე ველი, რომ ამ შეთანხმებით ისრაელი საკუთარი ვაქცინის განვითარებას დაასრულებს და ვაქცინების დამოუკიდებლად წარმოება შეგვეძლება. რადგან, როგორც ბოლო დროს ჩანს, კორონავირუსი არსად წასვლას არ აპირებს". – თქვა ბენი განცმა ბიოლოგიურ კვლევის ინსტიტუტსა და ფარმაცევტულ კომპანიას შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ. 

კომენტარები