კრიმინალი

ე.წ კანონიერი ქურდის, ავთო კოპალას საქართველოში დეპორტაცია პასპორტის შეჭმის გამო ჩაიშალა

detective-info

უკრაინის პოლიციის სტრატეგიული გამოძიებების დეპარტამენტს 66 წლის ქუთაისელი ე.წ. კანონიერი ქურდის, ავთანდილ კობეშავიძის, მეტსახელად ავთო კოპალას დეპორტაცია ჩაეშალა, ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ ავთო კოპალამ საკუთარი პასპორტი შეჭამა.

10 ივლისს, ბორისპოლ-ბათუმის 07:30 საათზე დაგეგმილ რეისზე, კომპანია ინეარის თვითმფრინავში ავთო კოპალა, რომელიც 2019 წლიდან იძებნება ინტერპოლის მიერ, პირველი ჩასვეს. იმავე თვითმფრინავით უნდა ემგზავრათ სხვა მგზავრებსაც ბავშვების ჩათვლით, თუმცა, 100-მდე მათგანმა მოსაცდელი ოთახიდან გამოსვლაც ვერ შეძლო, რადგან, როგორც აღმოჩნდა, თვითმფრინავში ჩასმისთანავე კობეშავიძემ საკუთარი პასპორტი შეჭამა, რის შედეგადაც დეპორტაციის მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.

როგორც უკრაინული გამოცემა Detective-info წერს, სანამ პოლიცია გადაწყვეტდა, რა მოეხერხებინათ ავთო კოპალასთვის, მთელი დღის განმავლობაში დანარჩენი მგზავრები არც წყლით, არც საჭმლით მოუმარაგებიათ და არც სასტუმრო შეუთავაზებიათ, ყოველ ჯერზე ჰპირდებოდნენ, რომ ფრენა ნახევარ საათში განახლდებოდა.

ამ დროის განმავლობაში, შესაბამისი დოკუმენტის არარსებობის გამო, ავთანდილ კობეშავიძე სასაზღვრო პოლიციამ უკრაინაში ვერ დააბრუნა, მაგრამ ვერც სხვა თვითმფრინავში გადასვა, რათა საქართველოში გამოემგზავრებინათ.

კომენტარები