კრიმინალი

შსს: მაგთიკომის სასერვერო ინფრასტრუქტურაზე შეტევა მოხდა, დაწყებულია გამოძიება

მაგთიკომი
მაგთიკომი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა მაგთიკომის კუთვნილ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს.

უწყების ცნობით, მაგთიკომის სასერვერო ინფრასტრუქტურაზე მოხდა შეტევა, რომლითაც პრობლემები შეექმნა სერვისცენტრების, ფიქსირებული და მობილური ინტერნეტების გამართულად ფუნქციონირებას. 

"გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286 -ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს". - წერია უწყების განცხადებაში.

კომენტარები