კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება, ბოლო ერთი კვირაა არის მატების ტენდენცია

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია, სამწუხაროდ, უარესდება. ეს გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით. პირველი გახლავთ ის, რომ სერიოზულად შემსუბუქდა რეგულაციები და ამ რეკომენდაციების დაცვა არ მიდის ისე, როგორც საჭიროა, ანუ უგულებელყოფილია ბევრ ადგილას პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა. ძალიან გახშირდა სხვადასხვა მიზეზით დიდი შეკრებები.

გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ევროპაში უკვე სერიოზულად ცირკულირებს რამდენიმე შტამი, მათ შორის იმატებს დელტა შტამის ცირკულაცია და ყველაფერი ეს იწვევს იმას, რომ ეპიდსიტუაცია, რომელიც მცირდებოდა მაისის შუა რიცხვებიდან და მთელი ივნისის განმავლობაში თითქმის, ბოლო ერთი კვირაა ერთ დონეზეა და არის მატების ტენდენცია. ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე, დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი - ყველა ეს სამი ძირითადი ინდიკატორი მატულობს.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ვებინარზე.

კომენტარები