კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ე.წ ინდური შტამი იმატებს, წინა კვირას 25 შეთხვევა გვქონდა, ახლა 52-ია

დელტას შტამი [ე.წ ინდური შტამი] იმატებს. წინა კვირაში გვქონდა 25 ახალი შემთხვევა, სულ სადღაც 52 შემთხვევაა, კიდევ კვლევაშია დამატებითი შემთხვევები. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის, რადგან, დელტას შტამი ევროპის ქვეყნებში თანდათან ანაცვლებს ალფას შტამს [ბრიტანულ შტამს]. პროგნოზი გახლავთ, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვისტოს ბოლოს ის მთლიანად ჩაანაცვლებს. ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ და მისგან დაცული არ ვართ. ერთი მხრივ, პრევენციული ღონისძიებები – პირბადე, არ იყოს დიდი თავშეყრები, დავიცვათ დისტანცია. დღეს მთავარი გახლავთ ინტენსიური ვაქცინაცია.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე დღეს, 8 ივლისს, გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას.

კომენტარები