პრაიდის კვირეული

მეზვრიშვილი პრაიდზე: გახარიას დროს ეს საკითხი 48 საათი არ გაგრძელდებოდა და მოგვარდებოდა

ამ მიმდინარე პროცესებსა და მაშინდელ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებებს შორის განსხვავებას ვერ ხედავთ? პირდაპირ გეტყვით, გიორგი გახარიას ყოველთვის ჰქონდა იმის გამბედაობა და უნარი, რომ, როდესაც არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო, გამოსულიყო და ეს საზოგადოებისთვის ეთქვა, რაც არ უნდა მოსაწონი ყოფილიყო ან არ ყოფილიყო. ამ ხელისუფლებამ იცოდა, რომ ამ დაპირისპირების თავიდან არიდების არც რესურსი ჰქონდა, არც უნარი და ნაცვლად იმისა, რომ გამოსულიყო და ეს გულწრფელად ეთქვა, ხისტი გადაწყვეტილებები მიეღო და მათ შორის, კანონი დაერღვია, ამის ნაცვლად, დაუშვა ის დაპირისპირება, რაც დაუშვა, ახლა ამის მოგვარების უნარი არ აქვს.

[...] ბოლო 48 საათის განმავლობაში ქუჩაში დღისით, მზისით, მოქალაქეებს, ბავშვებს, ჟურნალისტებს თავს ესხმიან, შენობებში იჭრებიან, აზიანებენ სხვადასხვა ნივთებს, ასეთი რამე გახსენდებათ, აი, იმ მოვლენების დროს რასთან დაკავშირებითაც ახლა შეკითხვას მისვამთ? - ვერ გაიხსენებთ. ამის დამადასტურებელი არც კადრები არსებობს, არც ფაქტები, გამოხატვის თავისუფლების რეალიზების უფლება მაშინ ადამიანებს მიეცათ თუ არა, ეს სამსჯელო და საკამათო საკითხია, შეგვიძლია ამაზე დაუსრულებლად ვიკამათოთ, მაგრამ ძალადობაზე როცა ვსაუბრობთ, ვერ გაიხსენებთ ასეთს, ახლა რაც ხდება, ასეთი განუკითხაობა, რომლის მოგვარების უნარი არაა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი 48 საათი არ გაგრძელდებოდა და მოგვარებული იქნებოდა.

პარტიის საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი, 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე.

კომენტარები