COVID-19

თაღლითებმა ინდოეთში ათასობით ადამიანი ვაქცინის ნაცვლად მარილიანი წყლით აცრეს

ფოტო: ft.com

ინდოეთში 2 500-მდე ადამიანი ფართომასშტაბიანი თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა, ისინი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად, მარილიანი წყლით აცრეს.

თაღლითურ სქემაში ათეულობით ექიმი, ექთანი და საჯარო მოხელე იყო ჩართული. გარდა მარილიანი წლით აცრისა, მათ ასევე ყალბი სერტიფიკატებიც გასცეს, რის სანაცვლოდ თითქმის 30 000 დოლარი გამოიმუშავეს.

ამჟამად თაღლითობის, მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართულობის ბრალდებით 14 ადამიანია დაკავებული. შესაძლოა, მათი რაოდენობა გაიზარდოს, რადგან გამოძიება გრძელდება და პოლიცია ვარაუდობს, რომ თაღლითურ სქემაში გაცილებით მეტი ადამიანი იყო ჩართული.

მუმბაის უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლის, სიდჰარდ ჩანდრაშეხარის შეფასებით, ბრალდებები "ნამდვილად შოკისმომგვრელია" და მომავალში სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უდანაშაულო მოსახლეობის თაღლითური ჯგუფებისგან დაცვა.

ამჟამინდელი მონაცემებით, ინდოეთში 62 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი, რაც მოსახლეობის დაახლოებით 4.5%-ია.

კომენტარები