პრაიდის კვირეული

კრამერი: საქართველოს მთავრობა დღევანდელზე პასუხისმგებელია, პრემიერი უნდა გადადგეს

საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს მოხდა, არამარტო იმიტომ, რომ მათ არ დაგმეს ის, რაც მოხდა, არამედ იმიტომ, რომ ხელი შეუწყვეს. ეს საქართველოსთვის ძალიან ცუდი დღე იყო და, ჩემი აზრით, პრემიერმინისტრი უნდა გადადგეს, მაგრამ არ მგონია, რომ ამას გააკეთებს.

ჩვენ [აშშ-ში] უნდა მოვითხოვოთ ღარიბაშვილის გადადგომა და სანქციები იმათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია იმაზე, რაც დღეს საქართველოში მოხდა.

ამბობს ამერიკის ხმასთან  სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, დევიდ კრამერი 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით.

კომენტარები