პრაიდის კვირეული

მაჭარაშვილი: პოლიციას არ აქვს ვალდებულება, ვიღაცის მოტანილ კარვებს უყარაულოს

კარვებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დავსვით. კარვები რუსთაველის გამზირზე დადგეს იმ პრეტენზიების გამო, რაც უკავშირდებოდა პარლამენტში შესვლას. დღეს ოპოზიცია პარლამენტშია და გაუგებარია, ეს კარვები რას ემსახურება. არც ვიცით, ვინ არიან, ვინ შედის და გამოდის. პოლიცია თავის სიმაღლეზე დგას და მაღალი სტანდარტებით პრევენციას აკეთებს, რათა მოხდეს დაშორიშორება. კარვების არსებობას ვერ უზრუნველყოფს პოლიცია, ვიღაცამ მოიტანოს და პოლიციამ უყარაულოს. ამის ვალდებულება არ აქვს. თუ აქციას ატარებ და კარავი გჭირდება, იქ, სულ მცირე, რამდენიმე ასეული ადამიანი უნდა იყოს.

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა. პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, დღეს, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პუტინისტურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ჟურნალისტსაც.

კომენტარები