კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 026 შემთხვევა, დღიური დადებითობა 3.1%-ია

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 33 002 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 026 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 381 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.1%, ბოლო 14 დღის - 2.79%, ბოლო 7 დღის - 3.28%.

კორონავირუსის ბოლო 24 საათის მონაცემები დილით უნდა განახლებულიყო, თუმცა, სამთავრობო საიტზე მხოლოდ ახლა, დღის სამი საათის შემდეგ აიტვირთა.

ინფიცირების 1 026 ახალი შემთხვევიდან თბილისში 633 გამოვლინდა, აჭარაში - 38, იმერეთში - 105, ქვემო ქართლში - 52, შიდა ქართლში - 44, გურიაში - 5, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 44, კახეთში - 81, მცხეთა-მთიანეთში - 15, სამცხე-ჯავახეთში - 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 063, საიდანაც 2 907 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 747 პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება, ხოლო 6 409 პირი - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 620 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 159 პაციენტი. 

3 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  369 048 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 353 612 გამოჯანმრთელდა,  5 347 გარდაიცვალა.

კომენტარები