COVID-19

ბრიტანეთში სკოლის გასაცდენად მოსწავლეები COVID-19-ის ტესტს აყალბებდნენ ფორთოხლის წვენით

მოსწავლეები

დიდ ბრიტანეთში სკოლის მოსწავლეები ფორთოხლის წვენს იყენებენ COVID-19-ზე სწრაფი ტესტის დადებითი პასუხის გასაყალბებლად და შემდგომ სკოლის გასაცდენად.

Guardian-მა ეს ხერხი ცდით დაადასტურა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფორთოხლის წვენი კორონავირუსს შეიცავს, არამედ ეს უკავშირდება მის მჟავიანობას, რომელიც ტესტს აყალბებს. მსგავსი შედეგი სხვა პროდუქტების გამოყენების დროსაც მიიღება, მაგალითად კეტჩუპის ან კოკა-კოლის შემთხვევაშიც.

ბრიტანეთის მეცნიერების მასწავლებელმა თქვა, რომ ეს ხერხი მას მოსწავლეებმა აჩვენეს: "მათ თქვეს, რომ ეს იდეალური გზაა 2 კვირით სწავლის გასაცდენად".

ეს ხერხი TikTok-ზეც გვხვდება, სადაც ბავშვები სხვადასხვა სითხეებს იყენებენ ტესტების გასაყალბებლად. ერთ-ერთი მედიის ცნობით, ამ ჰეშთეგით #fakecovidtest ატვირთულ ვიდეოებს 6.5 მილიონზე მეტი ნახვა აქვთ.

კომენტარები