შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე გადადგა

ვლადიმირ ბორცვაძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ტაბულას უწყებაში დაუდასტურეს. 

ჯერჯერობით უცნობია, რა მიზეზით გადადგა ბორცვაძე. შსს-ში დამატებით კითხვებს არ პასუხობენ. ინტერპრესნიუსის ცნობით, ბორცვაძემ თანამდებობა პირადი წერილის საფუძველზე დატოვა. 

ვლადიმერ ბორცვაძე მინისტრის მოადგილე იყო 2019 წლიდან.

კომენტარები