პრაიდის კვირეული

ბოკერია: პოლიციის გამშველებლის როლში ყოფნა ძალადობრივ ჯგუფებს ახალისებს

ის, რა გზავნილსაც ვხედავთ ხელისუფლების მოქმედების შედეგად, - არ ვგულისხმობ რიგითი პოლიციელების მოქმედებას, რადგან ისინი, ბუნებრივია, პოლიტიკურ დავალებას ასრულებენ ხელმძღვანელობის მხრიდან, რამდენად აქტიურები უნდა იყვნენ.

ვხედავთ სურათს, როდესაც ამ ხალხს ეძლევა შესაძლებლობა, არა მარტო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, არამედ ფიზიკურად, დისტანციურად შეურაცხყოფის, პოლიციელებზე თავდასხმის და მათ ამით პრობლემა არ ექმნებათ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კანონმდებლობა სიძულვილით ნაკარნახევ მოქმედებას დამამძიმებლად განიხილავს.

მაინც გამშველებლის როლშია პოლიცია და ესაა წახალისება არა მხოლოდ 5 ივლისისთვის, ამ ტიპის ჯგუფებისთვის, არამედ შემდგომი პერიოდისთვის, რომ ისევ იძალადონ და ჰქონდეთ განცდა, რომ ისევ დაუსჯელები დარჩებიან.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ფორმულას ეთერში, გადაცემა "კომენტარში" პრაიდის კვირეულის პარალელურად, პუტინისტური ჯგუფების ძალადობრივ აქტივობებზე. გუშინ, 1-ელ ივლისს პრაიდის კვირეულის ღონისძიებაზე დაკავებული ძალადობრივი ჯგუფის 23 წევრიდან 20 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 3 კი იზოლატორში გადაიყვანეს.

კომენტარები