საგარეო ვაჭრობა

მაისში მინერალური წყლების ექსპორტი 97%-ით გაიზარდა

ecplaza.net

საქსტატის თანახმად, მაისში საქართველოს ეკონომიკა 25.8%-ით გაიზარდა - იმის ფონზე, რომ წინა წლის ამავე პერიოდში მშპ 13.5%-ით შემცირდა. 2021 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 11.5%-ია. 

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თანახმად, მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, მათ შორის, საგარეო სექტორში და ექსპორტი 45%-ით, ხოლო იმპორტი 40%-ით გაიზარდა.

თოდრაძის აზრით, ექსპორტის ზრდაში წვლილი შეიტანა სპილენძის მადნების, ფეროშენადნობების, ღვინის, თხილისა და მინერალური წყლების ექსპორტმა, რომელიც 97%-ით გაიზარდა.

"2021 წლის იანვარ-მაისში საქონლის ექსპორტი 24%-ით გაიზარდა, ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 27%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა - 16%-ით. აღსანიშნავია ისიც, რომ უშუალოდ 2021 წლის მაისში ექსპორტის მაჩვენებელი 45%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 40%-ით იყო გაზრდილი.

ექსპორტის საერთო მაჩვენებლის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სპილენძის მადნებმა, ფეროშენადნობებმა, ასევე ღვინის, თხილის და მინერალური წყლების ექსპორტმა. ხოლო რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებელს, აქ ყველაზე დიდი გავლენა იქონიოს მსუბუქი ავტომობილების და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფებმა. [...] მაისში 97%-ით გაიზარდა მინერალური წყლების ექსპორტი და დაახლოებით, 2.5%-ით ღვინის ექსპორტი". – აღნიშნა საქსტატის დირექტორმა.

კომენტარები