პირველი, ჩვენ ვართ ანტიდისკრიმინაციული კანონის ავტორები და მიგვაჩნია ყველას, რომ ყველას უფლება უნდა იყოს და არის დაცული შესაძლებლობების მაქსიმუმის ზღვარზე. მეორე, დღეს ჰგონიათ, რომ დღეს ვართ ჩვენ სხვა პოზიციაზე და როდესმე სიხარულით ვხვდებოდით, რომ მაინცდამაინც უნდა ჩატარდეს [პრაიდი] კი, აუცილებლად? ეს ასე არასდროს არ ყოფილა და მესამე, აქ იმაზე კი არ არის მაინცდამაინც აქცენტი, რომ ეს პრაიდია და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა ჯგუფიც რომ იყოს, განსხვავებული, თუ არაგანსხვავებული, თუ რომელიმე ჯგუფის კონკრეტული აქტივობა ემსახურება არა რეალურად ვიღაცის უფლების დაცვას, მის გაუმჯობესებას, მისი ხარისხის აწევას, არამედ პროვოკაციულ მიზნებს, მე პირადად და ჩემი გუნდის წევრების უმრავლესობას, დარწმუნებული ვარ, ასევე მიაჩნია, რომ ასეთი აქტივობები არის დამაზიანებელი და ასეთი აქტივობებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.
თუ ჩვენ მივყვებით ერთეულ ქეისებს [უფლებების დარღვევით], რომელიც ჩვენზე მეტია იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენზე მეტი პრეტენზია აქვთ ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ ვნახავთ, რომ სხვაგან შეიძლება, უფრო მეტი იყოს ასეთი ქეისები. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კონსერვატიულ საზოგადოებაში, მაგრამ ადამიანებს თავისი წარმოდგენები აქვთ, მაგრამ ამ წარმოდგენების მიუხედავად, ქართველებზე ტოლერანტები [არ არსებობს].
თუ რომელიმე ჯგუფის აქტივობა პროვოკაციული მიზნებისკენაა მიმართული, მაშინ ასეთი აქტივობა არ უნდა განხორციელდეს. კონტექსტი უნდა გაითვალისწინოს ყველამ. თან ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში, რომელიც არის ტოლერანტული და ცალკეულ ადამიანებს, რომლებსაც მსგავსი პრობლემები უნდა აწუხებდეს, სინამდვილეში არ აწუხებთ.





