მე-10 მოწვევის პარლამენტი

თალაკვაძე: რაც საქართველომ შემოიღო ტელესკოლა, BBC-მ 10 თვეში შესთავაზა ევროპელ მომხმარებელს

მოვისმინეთ, რომ ხალხს ატყუებთო, მთელი პანდემიის განმავლობაში, ბავშვებს ატყუებთო, სინამდვილეში არაფერს არ ასწავლით ამ ტელესკოლითო. ჯერ, ეს არის თქვენი მადლობა პედაგოგების მიმართ, რომლებმაც მთელი წელიწად-ნახევარი ურთულეს პირობებში, კრიზისში იმუშავეს და თქვენ იცით, რომ ტელესკოლა, მას შემდეგ, რაც საქართველომ შემოიღო, 10 თვეში BBC-მ შემოიღო და შესთავაზა ევროპელ მომხმარებლებს. თუ ეს ტელესკოლა ასეთი ტყუილი იყო და ცარიელი პროექტი იყო, მაშინ გაუგებარია, ევროპას როგორ მოეწონა ან BBC-მ რატომ აირჩია და რატომ შეაფასა საქართველოს ეს პროექტი წარმატებულად. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პედაგოგს, ვინც პანდემიის პირობებში მუშაობდნენ ინტერნეტ რეჟიმში.

თქვა პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ. 

კომენტარები