ირაკლი ღარიბაშავილი

ღარიბაშვილი: გაისად გვექნება ადგილზე წარმოებული სამხედრო დრონები

გაისად გვექნება ადგილზე წარმოებული დრონი, სამხედრო დრონები. ჯამში ვაპირებთ 1000 დრონის წარმოებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ასევე ჩვენ ვმუშაობთ ავტომატების წარმოებაზე და უფრო სერიოზული შეიარაღების შესყიდვაზე, მათ შორის ისრაელიდან. გასულ წელს კომპანია "რაფაელთან" ჩვენ დავდეთ ხელშეკრულება, რომელიც წლის ბოლომდე საჰაერო თავდაცვის სისტემების სრულ განახლებას და თანამედროვე ტიპის რაკეტების შემოტანას უზრუნველყოფს.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები