"მნიშვნელოვანია იმ სხვა ოპოზიციური პარტიების მდგომარეობაც, რომლებიც ადრე მესამე ძალა იყვნენ. ახლა ისინი მეოთხე ძალად იქცნენ, რადგან მესამე ძალის ადგილი დაიკავა გახარიამ, რომელიც თვისობრივად სხვა ტიპის ფიგურაა. ისინი ნამდვილად დგანან ერთგვარი მარგინალიზაციის საფრთხის წინაშე, თუ რაღაც არ იღონეს, თუნდაც ერთმანეთთან ან სხვა რაიმე სახით გაერთიანებით. ჩემი აზრით, მათთვის გონივრული იქნება, რომ ნაციონალურ მოძრაობასთანაც მეტი ხიდები გადონ, ასე ვთქვათ. გასაგებია, რომ, შეიძლება, რთული იყოს ერთიან კანდიდატზე შეთანხმება, მაგრამ შეუძლებელი ეს არ არის. გვესმის, რომ არსებობს გარკვეული პირადი წყენები და წარსულში მწარე ნათქვამები, მაგრამ პოლიტიკოსებს უნდა შეეძლოთ ასეთი რამის გადალახვა და ეს მათ გამოსვლიათ. რაღაცნაირად, შარლ მიშელის დოკუმენტის შემდეგ, ეს თითქოს ხანგრძლივად ნაგები ერთიანობა ოპოზიციისა დაიმსხვრა, მათ შორის ზოგიერთი პარტიაც დაიმსხვრა შიგნიდან და ეს სეზონი უნდა დამთავრდეს."
Edison Research-ის კვლევა
ნოდია: შარლ მიშელის დოკუმენტის შემდეგ ოპოზიციის ხანგრძლივად ნაგები ერთიანობა დაიმსხვრა
tbl.ge/5ldf
დაკოპირდა

პოლიტოლოგმა გია ნოდიამ ედისონის კვლევების შედეგებზე კომენტარი ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გააკეთა.
ამავე თემაზე
- Edison Research: 78%-ისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოცნებამ და ოპოზიციამ დებატები გამართოს
- Edison Research: 31% ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მაღალ ფასებს მიიჩნევს, 27% უმუშევრობას
- პარტიული რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით
- Edison Research: მოსახლეობის 64%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
- Edison Research: მოსახლეობის აზრით, 3 მთავარი პრობლემა განათლება, პენსიები და ნარკოტიკებია




