COVID-19-ის ვაქცინა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 12-15 წლის ბაშვებისთვის Pfizer-ის ვაქცინით აცრა დაუშვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 12-15 წლის ბავშვებისთვის Pfizer/BionTech ვაქცინით აცრა დასაშვებად ცნო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა სტრატეგიული საკონსულტაციო ჯგუფმა (SAGE) დაასკვნა, რომ Pfizer/BionTech ვაქცინით 12 წელს ზემოთ ბავშვებისთვის აცრა დასაშვებია. 12-დან 15 წლამდე ბავშვებს, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ არიან, სხვა პრიორიტეტული ჯგუფების მსგავსად, შეეძლებათ მოცემული ვაქცინით აცრა. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აგრძელებს ბავშვებისთვის შესაძლო ვაქცინების კვლევას და ეპიდვითარების ცვლილებასთან ერთად, ორგანიზაცია განაახლებს და გასცემს ახალ რეკომენდაციებს.

კომენტარები