Netflix

სპილბერგი, რომელიც სტრიმინგის სერვისებს წლებია, აკრიტიკებს, NETFLIX-ის პარტნიორი გახდა

Screen Rent

წამყვანმა სტრიმინგის სერვისმა, Netflix საკულტო რეჟისორის, სტივენ სპილბერგის საპროდიუსერო კომპანიასთან Amblin ოფიციალური ხელშეკრულება დადო. 

"Amblin საინტერესო ისტორიების გადმოცემაზე არის ორიენტირებული. ტედ სარანდოსთან(Netflix-ის გენერალური დირექტორი) შეხვედრის შემდეგ მივხვდით, რომ ახალი ისტორიების მოყოლის ბრწყინვალე საშუალება გვეძლევა. ეს იქნება ახალი პლატფორმა ჩვენი ნამუშევრებისთვის, მაგრამ ძველ პარტნიორებსაც, როგორიც არის Universal Pictures, არ დავივიწყებთ. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ ტედთან და Netflix-თან თანამშრომლობას". – ამბობს ოსკაროსანი რეჟისორი.

2018 წელს სპილბერგმა სტრიმინგის სერვისები ღიად გააკრიტიკა და თანამედროვე კინოს ყველაზე დიდი საშიშროება უწოდა. ერთი წლის შემდეგ, როდესაც Netflix-ის მიერ გადაღებულმა Roma-მ სამი ოსკარი მოიპოვა, რეჟისორმა ამერიკის კინოაკადემიას სტრიმინგის სერვისებზე შექმნილი ფილმების ნომინირების აკრძალვა მოსთხოვა.

სტუდია Amblin Entertainment რეჟისორმა კეტლინ კენედისთან და ფრენკ მარშალთან ერთად 1981 წელს დაარსა. კომპანიას გადაღებული აქვს ისეთი ფილმები, როგორებიც არის E.T., Gremlins, Back To The Future, Empire of The Sun, Jurassic Park, Schindler's List, Ready Player One.

კომენტარები