კორონავირუსის შეზღუდვები

კომენდანტის საათი იხსნება, თუმცა რესტორნები და კლუბები მხოლოდ ღამის 12:00 საათამდე იმუშავებენ

1-ლი ივლისიდან კომენდანტის საათის მოხსნის მიუხედავად, რესტორნები და კლუბები მხოლოდ ღამის 12:00 საათამდე იმუშავებენ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, განაცხადა.

"დღეიდან სავალდებულო აღარ იქნება ღია სივრცეში პირბადის ტარება, ცხადია, პირბადის ტარების რეკომენდაცია რჩება ძალაში, ხოლო დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე პირბადის ტარება სავალდებულო რჩება. რაც შეეხება გადაადგილების შეზღუდვას, 1-ლი ივლისიდან იხსნება. შეზღუდვა რჩება მხოლოდ რესტორნების მუშაობაზე- 24 საათამდე იმუშავებენ". – ამბობს უწყებათაშორისი საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსი, გიორგი ღიბრაძე. 

ამასთან ერთად, დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება იხსნება.

კომენტარები