COVID-19

თურქეთი 1-ლი ივლისიდან კომენდანტის საათს და ლოქდაუნს აუქმებს

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, 1-ლი ივლისიდან თურქეთში კოვიდ-რეგულაციები, მათ შორის, ე.წ. ლოქდაუნი და კომენდანტის საათი უქმდება. 

შეზღუდვების გაუქმების მთავარ მიზეზად ერდოღანი COVID-19-ის დადებითობის მაჩვენებლის კლებას ასახელებს. 

კომენდანტის საათი თურქეთში 22:00-დან 5:00-მდე გრძელდება, ლოქდაუნი კი კვირაობით მოქმედებს. მთავრობის ახალი დადგენილებით, აღნიშნული რეგულაციები გაუქმდება. 

უკანასკნელ 24 საათში თურქეთში COVID-19-ის 5 000-მდე შემთხვევა დადასტურდა. 
 

კომენტარები