საფრანგეთი

საფრანგეთში რეგიონული არჩევნები დაიწყო

FRANCE24

20 ივნისს საფრანგეთში რეგიონული არჩევნები დაიწყო. თავდაპირველად, არჩევნები მარტში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო ორჯერ, პირველად სამი თვით, შემდეგ კი დამატებით ერთი კვირით გადაიდო. არჩევნების მეორე ტური 27 ივნისს არის დანიშნული.

საფრანგეთის 14 რეგიონში – 12 კონტინენტურ და ორ ზღვისიქითა რეგიონში, გვადელუპესა და რეიუნიონში ამომრჩევლები მთლიანობაში 19 084 კანდიდატიდან რეგიონულ საბჭოებში 1 757 წარმომადგენელს აირჩევენ. გარდა ამისა, საფრანგეთის 96 დეპარტამენტში დეპარტამენტის ადმინისტრაციის არჩევნები ტარდება. კანდიდატები 6 წლის ვადით ირჩევიან, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ 2027 წელს საფრანგეთში სხვადასხვა არჩევნები ემთხვევა ერთმანეთს, შემდეგი რეგიონული არჩევნები 2028 წლის მარტში გაიმართება.

რეგიონულ დონეზე ადმინისტრაციის იურისდიქციაში შედის უმაღლესი სკოლების, პორტების, აეროპორტების, რეგიონული რკინგიზის და საქალაქო საავტობუსო სისტემების, რეგიონული პარკების და ნარჩენების მენეჯმენტი. ხოლო დეპარტამენტების ადმინისტრაციის იურისდიქციაშია დაწყებითი სკოლების, სოციალური დახმარების პაკეტების, წყალმომარაგების, სახანძრო-სამაშველო სისტემის და გზების მენეჯმენტი.

აღსანიშნავია, რომ Ifop-ის გამოკითხვის თანახმად, რეგისტრირებული ამომრჩევლების 58.4% არჩევნებზე მისვლისგან თავს შეიკავებს. ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა პანდემიასთან არის დაკავშირებული.

საფრანგეთის რეგიონული არჩევნები პოლიტიკოსებისთვის ერთგვარი პლატფორმა გახდა 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. წინასაარჩევნო კამპანიაში განსაკუთრებით აქტიურობს უკიდურესად მემარჯვენე პარტიის საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერი ჟან მარი ლე პენი. რომელიც რეგიონულ არჩევნებში კენჭს არ იყრის, თუმცა მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობს. გამოკითხვები აჩვენებს, რომ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარი მეტოქეები სწორედ ლე პენი და მაკრონი იქნებიან.

"რაც ძალიან კარგი იქნებოდა ლე პენისთვის და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კამპანიას ბიძგს მისცემდა, იქნებოდა ერთ-ერთ რეგიონში ეროვნული ფრონტის გამარჯვება." – ამბობს Ipsos-ის წარმომადგენელი სტეფანი ცუმშტიგი.

არჩევნების პირველი ტურისთვის Ipsos-ის წინასაარჩევნო კვლევების თანახმად, ეროვნული ფრონტი 6 რეგიონში ლიდერობს. თუმცა ხშირ შემთხვევაში რეგიონული არჩევნების ბედი მეორე ტურში წყდება. 2015 წელს ეროვნული ფრონტი ამბობდა, რომ 4 ან 5 რეგიონში გაიმარჯვებდა, თუმცა საბოლოო გამარჯვება ვერც ერთ რეგიონში მოიპოვა. ორ რეგიონებში, სადაც სოციალისტურმა პარტია მესამე ადგილზე გავიდა, მემარცხენე პარტიამ უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე ლიბერალ-კონსერვატორი პარტიის რესპუბლიკელების სასარგებლოდ, რათა ლე პენის პარტიის დამარცხება გარანტირებული ყოფილიყო. 2015 წლის არჩევნებში, კონტინენტური საფრანგეთის 7 რეგიონში რესპუბლიკელებმა ხოლო 5 რეგიონში სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა.

კომენტარები