მშობიარობა

"დედა თავს კარგად გრძნობს" – თბილისში ოთხი ტყუპი დაიბადა

სურათი აღებულია Google-ის საძიებო სისტემიდან

თბილისში, პინეოს კლინიკაში, ოთხი ტყუპი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კლინიკამ გამოაქვეყნა.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამი ბიჭი და ერთი გოგო საკეისრო კვეთის შედეგად გაჩნდნენ.

"დღეს ჩვენს კლინიკაში განსაკუთრებული დღეა. ახალგაზრდა წყვილი ერთდროულად 4 შვილის მშობელი  გახდა. ოპერაციამ ჩაიარა წარმატებით, დედა თავს კარგად გრძნობს. მნიშვნელოვანია, რომ ორსულობა გახლდათ ბუნებრივი გზით მიღებული", - წერია კლინიკის ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები