კორონავირუსი საქართველოში

ევროპის საინვესტიციო ბანკი Covid-19-თან ბრძოლისთვის საქართველოს €50 მლნ-ის დახმარებას გაუწევს

ევროპის საინვესტიციო ბანკი
The Financial

ევროპის საინვესტიციო ბანკი ვაქცინებისა და Covid-19-თან დაკავშირებული სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად საქართველოს €50 მილიონის დახმარებას გაუწევს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახური ავრცელებს

მათივე ცნობით, ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მეორე ყველაზე მსხვილი თანხა, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის Covid-19-თან ბრძოლის ფარგლებში უზრუნველყოფილი €100 მილიონის ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილს წარმოადგენს. 

"მხოლოდ 2020 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა გამოყო €210 მილიონის ოდენობის სესხები და გარანტიები საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის მხარდასაჭერად და Covid-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან საქართველოს ეკონომიკის გამოსვლის პროცესის დასაჩქარებლად. 

ევროკავშირის ბანკის დახმარების პაკეტი მოიცავს €100 მილიონს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად, ასევე €110 მილიონს, რომელიც საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს გადაეცემა ქვეყანაში არსებული მიკრო-, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის სესხების უზრუნველსაყოფად". – წერია განცხადებაში. 

კომენტარები