ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა

პესკოვი პუტინ-ბაიდენის შეხვედრაზე: დიდ ცვლილებებს არ ელოდოთ

დმიტრი პესკოვი
interaffairs.ru

რუსეთის დელეგაცია პრეზიდენტების, პუტინისა და ბაიდენის შეხვედრაზე მისასვლელად უკვე ჩავიდა ჟენევაში. 

პრეზიდენტების შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა. 

"არ ღირს და შეუძლებელია, რამე დიდ ცვლილებას ველოდოთ. რუსეთ-აშშ-ს ურთიერთობა რთულ სიტუაციაშია, მაგრამ ის ფაქტი, რომ პრეზიდენტებმა მაინც გადაწყვიტეს შეხვედრა და პრობლემებზე ღიად საუბარი, თავისთავად მიღწევაა". – ამბობს პესკოვი.

ბაიდენის და პუტინის შეხვედრა 4-5 საათი გაგრძელდება. პრეზიდენტებთან ერთად შეხვედრას დაესწრებიან მინისტრები და მრჩევლები, ორივე მხარის წარმომადგენლები. შეხვედრისას ბაიდენი და პუტინი მარტო, პირისპირ არ ისაუბრებენ. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას არ გამართავენ. ჟურნალისტებს ისინი ცალ-ცალკე შეხვდებიან. 

კომენტარები