მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ კვლავ მიისწრაფვით ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ. ჩვენ, ლიტვამ, ქვეყანამ, რომელმაც ალბათ არაერთი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მაინც მოახერხა ამბიციური ნაბიჯების წინ გადადგმა, ევროკავშირში გაწევრიანება დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 14 წელიწადში შევძელით. ჩვენი მაგალითი თქვენთვის ძალიან სასარგებლო შეიძლება იყოს. ამიტომ ჩემი ამოცანა, როგორც ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტისა, ისაა, რომ [ამ პროცესში] დაგეხმაროთ, ხელი შეგიწყოთ და დავნერგოთ განსხვავებული პროექტები, როგორიცაა მაგალითად, მზის ენერგიის ელექტროსადგური ამავე ბანაკში, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ცხელ წყალთან წვდომას უიოლებს და მცირე ბიზნესის დაწყების საშუალებას აძლევს. განცხადებები მნიშვნელოვანია, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ ადამიანებისთვის ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია
tbl.ge/5kth
დაკოპირდა

დღეს, 10 ივნისს, ლიტვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა, სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს ეწვია, არსებული სიტუაცია შეაფასა და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
ამავე თემაზე
- ბუდრისი: ვგმობთ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებს
- ლანდსბერგისი: მჩაგვრელი რეჟიმები ოპონენტების ლიტველებთან შედარებისას ფრთხილად უნდა იყვნენ
- ნაუსედა: საქართველო, როგორც ჩანს, მთლიანად უგულებელყოფს პარლამენტისა და პრეზიდენტის იდეას
- ვიტკაუსკასი EU-ს გაფართოების ანგარიშზე: განგრძობადი ჩიხია საქართველოსთვის, თუ არა რეგრესი
- ლიტვის საგარეო: დღეს, როგორც 1918-ში, მნიშვნელოვანია ქართველების ერთგულება დემოკრატიისადმი




