თურქეთი

ჩავუშოღლუ: აშშ-ს თურქეთთან თანამშრომლობა ლიბიისა და სირიის გარდა სხვა რეგიონებშიც სურს

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, აშშ-ს თურქეთთან თანამშრომლობა ლიბიისა და სირიის გარდა სხვა რეგიონებშიც, მათ შორის ხმელთაშუა ზღვაში, შავ ზღვასა და კავკასიაშიც სურს. ამის შესახებ მან თურქულ მედია TRT Haber-თან ისაუბრა. 

ასევე, მისი თქმით, ანკარა აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტების ვიზიტს, რომელიც 14 ივნისს ბრიუსელში, NATO-ს სამიტის ფარგლებში გაიმართება, პოზიტიური დღის წესრიგით უყურებს. ჩავუშოღლუ ამბობს, რომ იგივე განწყობაა ვაშინგტონის მხრიდანაც.

ჩავუშოღლუმ ინტერვიუში ახსენა აშშ-ს Patriot-ის სარაკეტო სისტემაც, რომლის შეძენაც თურქეთს სურს.

"თუკი აშშ Patriot-ზე [სარაკეტო სისტემის] გარანტიას არ მოგვცემს, ჩვენ შეგვიძლია, საჰაერო თავდაცვის სისტემები ჩვენი სხვა მოკავშირეებისგან ვიშოვოთ". – თქვა მევლუთ ჩავუშოღლუმ. 

 

 

კომენტარები